0

ტოტემი


ტოტემი

სულში ისე უბრალოდ გაიღვიძა ტოტემმა,
მან მოიცვა გონების და გრძნობების სამყარო,
ვიცან ჩემი ტოტემის თვისებები ჩემში და,
მსურს ნელ–ნელა, მშვიდად და სიფრთხილით ვიამაყო.

ტოტემური აზრებით მეგობრებსაც ვპოულობ,
და იქმნება საერთო ჯგუფები და ქსელები,
ჩვენ ერთმანეთს ჩავკიდეთ ტოტემური ერთობით,
ტოტემური სამყაროს ტოტემური ხელები.

(თქვენშიც ვხედავ თქვენს ტოტემს,
იქნებ თქვენ ეს არ უწყით,
ანდა არ გამოვრიცხავ,
თქვენ თქვენს ტოტემს გაუწყრით.)

მე კი წმინდა ცხოველი ვაღიარე ტოტემად,
მიყვარს მისი ღვთიური ხასიათის შტრიხები,
მაგრამ ადამიანი, კვლავ იღვიძებს ჩემში და,
მეუბნება – ნიკოლოზ, ახლა მგონი გიჟდები!

მერე ტრადიციული რელიგია იღვიძებს,
იღვიძებს და საუბრობს რომ ტოტემი ფარსია,
ჭეშმარიტი სიტყვა და ჭეშმარიტი აზრები,
მუდამ უნდა გახსოვდეს, ქრისტეს მოძღვრებაშია!

აი მაშინ დიდდება სიდიადე ტოტემის,
და მიმტკიცებს იესო ჩვენია და ჩვენშია,
სთქვი რა იყო ჯვარამდე მისი ძველი სიმბოლო?
და მე ვამბობ სიმბოლო, იესოსი, თევზია.

და ტოტემი იღიმის - თევზი არის ტოტემი,
ჩემი წმინდა ცხოველი, თევზს იყენებს საკვებად,
ახლა თქვენ მიპასუხეთ, სად მთავრდება სიზმარი ?
ან სად არის სიმართლე ? – ამიხსენით რა ხდება!?
კომენტარები (0)