უცხო
ერთხელ როცა ღრმა ფიქრებში ჩაძირული ვიყავ, გონებამ მისი სიღრმიდან აზრი გამორიყა. ქვეყნად რომელი ქალია ყველაზე ლამაზი ? ან რომელი წიგნი არის, სულ ყველაზე კარგი ? რომელი ადგილი არის, რომ გვიზიდავს ძლიერ ? და სად არის ის სამოთხე, რომ იფერებს იერს ? ან რა არის სულ ყველაზე საშიში რომ არის ? რად გვიზიდავს ჩვენ საქმენი, ჩვენი პაპის პაპის ? სად იხილავს კაცი ახალ ინტერესის უფსკრულს ? რა ვუშველოთ ერთფეროვან დაღამების ურჩხულს ? ამისთანა ბევრი კითხვა თავში დაიბადა, და მივედი საუცხოო გაურკვევლობასთან. დაეუფლა შიში თითქოს, ჩემი ფიქრის კიდეს, ვით ლამაზ ქალს, ისე ვჭვრეტდი, მე გონების სიღრმეს, თითქოს წიგნში სულ ყველაზე, კარგში ჩავიძირე, სამოთხისკენ მიმავალი გზები დავიჭირე. და მე მივხვდი, რაში არის, სილამაზე ქალის, და რომელი წიგნი არის, სულ ყველაზე კარგი. რომელი ადგილი არის, რომ გვიზიდავს ძლიერ. და სად არის ის სამოთხე, რომ იფერებს იერს. და რა არის სულ ყველაზე საშიში რომ არის. რად გვიზიდავს ჩვენ საქმენი, ჩვენი პაპის პაპის. გადავხედე მოკრძალებით ინტერესის უფსკრულს. სული ფრთხილად შევუბერე ერთფეროვან ურჩხულს. რომ არასდროს არ იქნება არაფერი უშნო, თუ კი არის ოდნავ მაინც, ოდნავ მაინც უცხო. რომ უცხო ქალს სილამაზე საუცხოო აქვს და, წიგნი უცხო ისტორიით, რომ სხვა წიგნებს არ ჰგავს, და ადგილი, უცხო მხარე, გვხიბლავს თვალის მობმით, და სამოთხე განთქმულია მისი უცხოობით, უცხოა და სშიშია საშიშარი მუდამ, უცხოა და შორეული პაპის პაპა თუნდა. უცხოობა აძლევს სიღრმეს ინტერესის უფსკურლს. და შეჩვევა ჰბადებს მხოლოდ ერთფეროვან ურჩხულს. რომ ვეძახით ჩვეულებრივს, უცხო რაც არ არის, პეწს კარგავს და გვიხუნდება, მერე შემდეგ ამის, სიცოცხლესაც შევეჩვიეთ, ერთფეროვან დღეებს, ჩვეულებრივ დაჰკრთის დღესაც, მთვარის შუქი ხეებს, მოყირჭება იმალება თუ კი ყოველ წამთან, მაშ გავწიოთ საუცხოო განახლების კართან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი