შემთხვევა სუპერმარკეტში


ერთხელ როცა ვულოცავდით, ჩვენ ერთმანეთს დამდეგს,
წავედი და მივაშურე სპარის სუპერმარკეტს.
ახალი წლის სიახლოვემ თურმე შობა რიგი,
ზოგი მის რიგს ვერ უცდიდა, ზოგი იყო მშვიდი.
და მეც რიგში მშვიდად დავდექ, როგორც შვენის მგოსანს,
რიგს ვუთმობდი ზოგჯერ მოხუცს, ზოგჯერ მანდილოსანს.
თან ვფიქრობდი, რომ მიზეზი, როგორ ჰბადებს შედეგს ?
და ამგვარი პოზიციით, შედეგს ვქმნიდი მედეგს.
მაგრამ უცებ სიმედეგე, შეეხორცა ყანყალს,
ასეთი გარემოება ჰბადებს აყალ-მაყალს.
და ამ რიგში ქალი იდგა, ახალგაზრდა ქალი,
არავისი აღარ ჰქონდა ცხოვრებაში ვალი,
თითქოს რაღაცაზე წუხდა, თითქოს ჰქონდა სევდა,
თითქოს სიხარულიც ჰქონდა, ალბათ იყო დედა.
და ამ რიგში ქალი იდგა, სხვა, ეს სულ სხვა ქალი,
თითქოს ყველა ადამიანს მისი ჰქონდა ვალი,
უცნაური იყო მისი, გარეგნული მხები,
გარეგნული მხები კი არსს ერთ წერტილში ებმის.
მისი სულის ხმოვანება აირეკლა მასში,
მყისიერად შეიფუთა აგრესიის გარსში,
უცებ იმ ქალს წაუკითხა, მორალი და ლანძღა,
ამ პატარა ინციდენტით რიგი დაიძაძღა,
ტორტმა ვეღარ მოითმინა, გადმოწუწა კრემი,
მერე კრემის ფერი გახდა, ხელსახოცის ფერი.
და ის ქალი, რიგში მდგომი, ახალგაზრდა ქალი,
არავისი რომ არ ჰქონდა ცხოვრებაში ვალი,
და რომ თითქოს ჩუმად წუხდა, თითქოს ჰქონდა სევდა,
თითქოს სიხარულიც ჰქონდა, ალბათ იყო დედა.
უცებ მცველად მომევლინა, ამან გამაოცა,
მცველად მაშინ სხვა ქალმა რომ, აგრესია მტყორცნა.
და მე არ ვხსნი ამ ამბავში მტყუანსა და მართალს,
ადამიანს ცხოვრება ჰქმნის, სხვებთან და მის თავთან !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი