0

მათე 6:34


მომავალზე ფიქრისაგან თუ არა გაქვს შვება,
და თუ ფიქრი ხვალინდელზე, ხშირად გიღებს ფანჯრებს,
და მიყვები აზრის ნაკადს, ფიქრობ ნელა–ნელა,
შრომითა და ძალისხმევით გადაასწრებ ხარჯებს.
და შენც დილით ადრე დგები, დგები მისდევ გეგმას,
და სულ გეგმავ ხვალინდელში – ფეხი გეგმით შედგა.
ხშირად წერ და ანგარიშობ ? – ან ზეპირად ითვლი,
ზოგჯერ ფიქრობ მერამდენე, ხვალინდელ დღეს ითვლი.
და მირბიან ასე წლები, შრომასა და ფიქრში,
რეჟისორი თავად კი ხარ, შენს ცხოვრების ფილმში,
საკუთარი ხელით დღეებს, აქანდაკებ ისე,
რომ დახარჯულ ენერგიებს, ზოგჯერ ვეღარც ივსებ,
დაღალული ეგებები გათენებას ხშირად,
მალე ახალი წელია, – იქნებ შენდა ჭირად.
შენდა ჭირად ? იქნებ შენთვის ზეიმის დღე დგება ?
ახლა იქნებ ძველს ახალი მისით გადაება ?
და იქნებ დღე ხვალინდელი, აღარ გავდეს წინას ?
და დაღალულს გართობისგან დაგათენდეს ხშირად,
და დახარჯულ ენერგიებს დროსტარებით ივსებ,
საკუთარ ხელით დღეებს, აქანდაკებ ისევ,
რეჟისორიც თავადა ხარ, შენს ცხოვრების ფილმში,
და მირბიან ასე წლები, კვლავ შენებურ ფიქრში.
ჩემს მოძღვარს კი ყველა კაცი, ძლიერ ებრალება,
ვინც ხვალაზე ფიქრში ცხოვრობს, ცხოვრობს – მერე კვდება.
კომენტარები (0)