გათენებიდან შეუდგები საქმის კეთებას (სონეტი)


გათენებიდან შეუდგები საქმის კეთებას,
და წარმატების ფუნდამენტზე აწყობ აგურებს,
ყველას რომ ქონდეს ამდაგვარი სულისკვეთება,
დედამიწაზე ჰარმონია დაისადგურებს.

შენი ჰობია გადალახო დაბრკოლებები,
არ ეკარება უძლეველ სულს დაძაბუნება,
ასჯერ რომ დაგცენ, შერკინებას არ დანებდები,
ტიტანს შეაკრთობს მეომარი შენი ბუნება.

ღვთიური ნიჭი, ზეციური ძალმოსილება,
წინაპართ სახელს ასახელებ შენი ღირსებით,
მოძმეთა გულიც უდიდესი მადლით ივსება,
და ამაყობენ ყოველსავე შენი თვისებით.

მაგრამ ვიდრემდე ჩაგიქრება ცეცხლის ალები,
შთამომავლობას უნდა მისცე, შენი ძალები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი