პაემანი


ნაწილი 1
მოცალეობის ჟამი დამდგარა,
რა ნეტარი ხარ უსაქმოდ წოლავ,
ერთ ხელში კბილის ჩხირი მიჭირავს,
მეორე ხელით ფეისბუკს ვსქროლავ.

ზემოთ და ზემოთ ავყევი კედელს,
უცებ თვალს მტაცებს ვიღაცის სელფი,
რა მშვენიერი გოგონა არის,
ფერია არის, ნამდვილი ელფი.

დაუყოვნებლივ ვესტუმრე პროფილს,
სგულდაგულოდ ყველაფერს ვჩხრიკავ,
ზოგჯერ ძალიან მაგრად გვიმართლებს,
რაკარგი დღეა, იხარე ნიკავ...

სანამ გავიცნობ ერთი სული მაქვს,
კვლავ სელფზე ვუმზერ მის ღვთიურ სახეს,
შეხედე გიფიც გადაუღია,
იღიმება და წამწამებს არხევს...

და მიწერილზეც მოუწერია,
-კარგად და გიცნობთ ? ამბობს ანაზდად,
მგონია ჩემი შეტყობინება,
რომ წაიკითხა ცოტა გაბრაზდა..

და მე ფაქიზად და მოზომილად,
ვიწყებ მიწერას - გაცნობას ვლამობ,
მოუთმენლობით გული სავსეა,
თუმცა თავს ვთოკავ, არაფერს ვჩქარობ..

ურთიერთობის ძაფი იბმევა,
ისიც გავიგე, რომ არ ყავს ლოვე,
მონაწერს უკვე გულები ერთვის,
მყუდრო ადგილას შეხვედრა ვთხოვე.

დასაფიქრებლად დროც კი მივეცი,
რომ არ დაფრთხეს და გამექცეს რომ არ,
ერთ ხელში კბილის ჩხირი მიჭირავს,
მეორე ხელით ფეისბუკს ვსქროლავ.

მაგრამ ფიქრები ამეკვიატა,
რა გრძნობა დამსდევს სიტყვით ვერ ავხსნი,
სულმოუთქმელად მოველი პასუხს,
შეტყობინება - ახლავე გავხსნი.

ნაწილი 2

ო საუკუნევ რა ფერადი ხარ,
ცხოვრების დარმა კვლავ გამაოცა,
ცაზე ნანატრი ვარსკვლავი ბრწყინავს,
მან შეხვედრაზე თანხმობა მომცა...

იმავე დღისით კოტონში ვეშვი,
შესახვედრავად გაზმანვა მინდა,
რჩევაც ვიკითხე, როგორ ჩავიცვა,
ჩავიცვი ნასკი და ტუფლებს ვწმინდავ.

ნაწილი 3

რა მშვენიერი საღამო არის,
ნელი სიოა და სითბოც სუფევს,
მე მოუთმენლად ვდგავარ და ველი,
მასთან შეხვედრის სანეტარ წუთებს.

სკვერთან ვარ, ხეზე ჩიტიც ჭიკჭიკებს,
რომ ვიცნო ხელში მიჭირავს სელფი,
აგერ გამოჩნდა ჩემი მშვენება,
ჩემი ფერია და ჩემი ელფი.

მოვიდა უხმოდ შემომანათა,
მისი ღვთიურად ნაძერწი სახე,
დიდებულია, როგორც იმ გიფში
იღიმება და წამწამებს არხევს.

მე მივესალმე, წრფელი ხმით, მშვიდად,
გული ისე ძგერს, თითქოს დავრბოდი,
ის კი იმგვარად მშვენიერია,
ვერც კი გავბედე ხელზე ამბორი.

უცებ იქუხა, და მოიღრუბლა,
და ციდან წვიმამ იწყო დინება,
ეშმამ დალახვროს, უცებ წარმოვსთქვი,
რომ არ მინდოდა ჯერ შეგინება.

მან კი წარმოსთვა, მაკიაჟიო,
ერთად გავწიეთ მიფარებულში,
სიცივით კრთოდა ჩემი მშვენება
და უნებურად ჩავიკარ გულში.

მაგრამ საროჭკას მიეკრო სახე,
ერთი წუთიო, თბილი ხმით მითხრა,
სადღაც გამქრალა მისი მშვენება,
მაკიაჟი რომ ამოეთითხნა.

ისევ დალახვროს ეშმკამა კვლავ ვთქვი,
არც წამწამი აქვს და ვეღარც არხევს,
წვიმამ გააქრო მისი მშვენება,
წვიმამ გააქრო ღვთიური სახე.

თურმე მაკიაჟს ჰქონია ძალა,
ყველაფრად აქცევს თურმე არაფერს,
მეც რაღა მეთქმის, უნდა დაგლოცო,
რომ მაკიაჟის ძალა გფარავდეს.

ასე ვუთხარი, და მივაცილე,
სახლამდე, სელფს კი ვერ ვწყვიტავ თვალებს,
ახლა სალონი გახსნა ქალაქში,
და მაკიაჟებს უკეთებს ქალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი