მომავალი


რკინის სახნისი, 
ვით ცხოვრებას აზრი ჯანსაღი,
მიწას აბრუნებს,
აძლევს სიცოცხლეს, 
ნაგდებს ყამირად აშავებს ველებს,
თესლი მიწაში ჩათესილი დაისხავს ნაყოფს, 
ასწილ უბრუნებს,
გამრჯელი კაცის ჭკუას და ხელებს.

ვაზის რტო ლაღად შესცინის ზეცას,
მზისკენ მიიწევს ხეთა ყლორტები,
მამალი ყივილს ამაყად ბედავს,
საძოვრად ბალახს ძოვენ ძროხები.

მიაშურებენ ბავშვები სკოლებს,
და აივსება გონება ცოდნით,
ახალგაზრდები ირთავენ ცოლებს,
ცხოვრობენ ტკბილად, 
სწავლით და შრომით.

და ვით მდინარე შეგროვილი ნაკადულებად,
მიედინება კალაპოტში მჩქეფარე ღვარად,
ისე ქუჩებში,
მოედინება სიხარული ხალხის გულიდან,
ბედნიერება უკეთესი სად არის,
სხვა სად?

და დედამიწის სხვადასხვა კუთხეს,
ჩვენ ვამარაგებთ პურით და ღვინით,
და საქართველოს დედაქალაქში,
ზე ცივილური კულტურა ღვივის.

საქართველოდან მიდიან სხვაგან,
რომ მოწინავე ცოდნა აკინძონ,
და თუკი რამე ახალი ნახეს,
ისევ სამშობლოს მთებზე დაჰკიდონ.

ჩვენთანაც ბევრი სწავლის მსურველი,
მოსულა შარშან, მოსულა წელსაც,
ასეა, რადგან ყოველ საქმეში,
ცოდნას, შრომას და სიყვარულს ვთესავთ.

ცოდნას, შრომას და სიყვარულს ვთესავთ,
ვთესავთ და თესლი გვიბრუნებს ნაყოფს,
განვითარებას,
რასაც ყოველი,
ცოცხალი კაცის გონება ნატრობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი