Take care of yourself (თავს გაუფრთხილდი)


შენს უმწიკვლო სულს გამუდმებით სჭირდება წმენდა,
ყოველ საღამოს და ყოველ დილით,
თორემ შერყვნიან,
წაბილწავენ,
დაამდაბლებენ,
შერყვნილები,
წაბილწულები,
დამდაბლებულნი.
სულს უმწიკვლობას მოაცლიან,
განარიდებენ,
და უმწიკვლობას მიაკრავენ ჯვარზე,
ვით ქრისტეს,
ხოლო სული კი,
სულს მოედება მწიკვლი უთუოდ,
და შეირყვნება - შერყვნილთაგან,
წაიბილწება - წაბილწულთაგან,
და დამდაბლდება - დამდაბლებულთაგან.
გამოსავალი უცვლელია დასაბამთაგან,
ან უნდა წმინდო შენი სული,
დილა - საღამოს.
ან განერიდო შერყვნილებს,
წაბილწულებს,
დამდაბლებულებს,
სანამ ისინი უმწიკვლო სულს უმწიკვლობას განარიდებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი