აჭარა


აქ ყველა კაცს ეზოში,
უდგას ერთი მაგიდა,
მიხვალ ყავა გაჩნდება,
რაის ჰქვია არ გინდა ?

ყავას ტკბილი მოყვება,
ტკბილს მოყვება სადილი,
პატივს რავა არ გცემ ჭო ?
ისმის წრფელი ქადილი.

და სადილის მშვენება,
ჩნდება ხილის არაყი,
კმაყოფილი სტუმარი,
მასპინძელი ამაყი.

გულს გაგითბობს, მოგნუსხავს,
სიხარულით ნათქვამი,
სტუმარი ხარ მოსული,
შემობრძანდი, დაბრძანდი.

და ისე გრძნობ თავს ამ დროს,
სიამისგან ვნებული,
თითქოს თავად ღმერთისგან,
ხარ აქ მოვლინებული.

წამში შენს წინ უეცრად,
სხვა სამყარო იშობა,
გაბრუებს და გიტაცებს,
საუცხოო თვისობა,
აჭარული მეობა,
აჭარული მისობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი