ბათუმი


ბათუმის ცაზე ვარსკვლავები ციმციმებენ,
პიაცა მთვარეს უცქერს,
ბალანაშლილი მთები ერთმანეს უმზერენ,
ვიღაც პოეტი მათ ლექსებს უწერს.

პორტა ტაუერის სუნქვა ზღვის ტალღებს ერწყმის,
ბათუმის რივერა თვალებმოჭუტული აკვირდება მოვლენებს,
ბათუმში უბრალოდ ასეთი მუზები მოდის.

ღმად ჩაძინებული მთები მდუმარედ სუნთქავენ,
შავი ზღვის პულსი მათთან ძლივს აღწევს,
ხის ტოტზე დაკიდებული ყვითელი მანდარინი მკრეფავს ელოდება,
მათ არ იციან, რომ მათ მივლინებით ჩამოსული ვიღაც ექსპერტი პოეტი ლექსით აღწერს.

შოთა ნიშნიანიძე თავის ლექსში "შეშლილი პოეტის მონოლოგი - სამი ფაბულით",
ამბობს:
- პატარა პოეტების ნაწილი მივლინებაშია, ან მოგზაურობს.

გათენებას ტაძარში ზარების რეკვა და მეჩეთში მოლას გალობა მამცნობს,
და რადგანაც აქ ხმელეთის ზღვარია,
აქ ხალხი დაჯილდოებულია უსაზღვრობით,
რიგითი აჭარელის გულში უსაზღვრობაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი