ლექსი
შუა ღამეა, თეთრი ღამეა, ლექსის საწერად უნდა ავენთო, გადმომიყარე მუზავ რითმები, დიდო ქალღმერთო. შორს, ღამის სიღრმეს მოაქვს სიჩუმე, ყური მიუგდე, სიჩუმეს შენც აქ, ............... ამ სიჩუმეში მუზა მკარნახობს, დღეს ღამის გულის, მშვიდ და ნელ ფეთქვას. წამი ჩერდება, წუთი ნელდება, გრძნობა ხელდება, ალბათ თენდება? არ გათენდება, ღამე მნებდება, გულიც მნებდება, დროც შენელდება, წამი ჩერდება. ახლა სურნელი შენი მედება. შენი სურნელი დამათრობელი, შენი ალერსი გამახსენდება, გამხსენდება და იმ წამიდან, წამი ჩერდება, წუთი ნელდება. გრძნობა ხელდება. შენ აგმოგხდება ფრთხილი ბაგიდან, ალბათ თენდება? და მე გპასუხობ, მტკიცე სიტყვებით, არ გათენდება! და ხმა დაგივლის კორიანტელად, სულის ფორიაქს ვეღარ ერევი, ჩამეღვენთები მკლავებში სითბოდ, ჩემს სხეულს ნაზად შემოერევი. ღამე მნებდება. გულიც მნებდება. შემოგხვევ მკლავებს, დროც შენელდება, წამი ჩერდება. ახლა სურნელი შენი მედება. სურნელი შენი დამათრობელი, შენი ალერსი გამახსენდება, ტკბილი, საამო და მათრობელი. არ გავჩერდებით, როგორც ის წამი, რომ გავაჩერე. (აზრის წყვეტილი) მე ლექსის ბოლოს, მარადისობად, უნდა დავწერო მრავალწერტილი...........
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი