მრავალჟამიერ
ხასიათია ქართული, სხეულის მიერ მართული, რომ შეაფერხეს ბიძებმა, სულების გამოღვიძება, ახლა ჩამქრალი სულები, ცხოვრებით გათანგულები, ქუჩა და ქუჩა დადიან, კიბეზე რომ ვერ ადიან, იკვეხნიან და ყბედობენ, ბევრი გამხდარა მედროვე, და აზრის შემოგარენი, შეავიწროვეს არენი, და ქცევა გამრუდულებმა, ვითომდა ზნე ქართულებმა, შებღალეს წმინდა ადათი, გაუმაძღარი მადათი, და კვაზი ჭეშმარიტებით, აივსო მთელი გონება, გაგვიჯდა გაგვისისხლორცდა, მცდარი იდეის მონება, ამიტომაც გვაქვს სამოთხე, კეფაზე ჩამოქცეული, ამიტომ შეგვრჩა დაშლილი, არაჯანსაღი სხეული, პაპის ნაჭამი ტყემალით, კბილებ დაჭრილი დავდივართ, ნამდვილი ქართველი კაცის, მხოლოდ და მხოლოდ ლანდი ვართ, უმოქმედონი გახლავათ, ჩვენივე მოცემულობით, მაგრამ ქვასა ვჭამთ ტრაბახით, უმართლო დიდი გულობით, ეს ხასიათი ქართული, სხეულის მიერ მართული, სწორ გზაზე დგომის მაგიერ, გაღმა გაგვიყვანს წამიერ, და მერე იმერ ამიერ, გაქრება მრავალჟამიერ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი