სიბერე


როცა დაჭკნება შენი სხეული,
დაიძაძღება ვითარცა კაბა,
დარჩები მერე სულით ეული,
უსხეულოდ ვინ ვის ეტრფის აბა?!

და ფერს დაკარგავს მერე დღეები,
ვით შემოდგომით ფოთოლი ვაზის,
დაგმორჩილდება შენი ვნებები,
მაგრამ ვერ შეძლებ სწორად თქმას აზრის.

და გაგათეთრებს მერე ჭაღარა,
როგორც მყინვარწვერს დეკემბრის თვეში,
და ამოიცნობ სიცარიელეს,
მრავალ ათწლოვან საკუთარ მეში.

ფიქრი ქცეული გარდუვალობად,
დაეკიდება თვალის ქუთუთოს,
ეჭვით ნუ უმზერ პოეტურ გუმანს,
ეს დღეც დადგება კარგო უთუოდ.

და ალბათ მაშინ მოგენატება,
ახალგაზრდების თაყვანის ცემა,
და გადაითვლი პირველი კოცნის,
შემდეგ თუ განვლო რამდენმა წელმა.

და წუთისოფლის ზღვაში გასული,
დათირავს ხმელეთს ეგ შენი გემი,
და მაშინ იგრძნობ ერთმნიშვნელობას,
რომ საითა აქვს შენს ხომალდს გეზი?!

და მერე უკვე დაგავიწყდება,
შენი განვლილი ცხოვრების წლები,
დაგავიწყდება რომ ხარ ეული,
რომ შენ ოდესღაც ვაზს მტევნად ები.

და შენი გემიც მიაღწევს მიზანს,
ღრმაწყლოვან პორტში შესრიალდება,
და მერე უკვე, როგორც ამბობენ,
იწყება რაღაც, რაღაც მთავრდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი