სოროსი


ენერგიას სწოვს მობილური ჩინურ დენცქვიტას,
ენგურის ტალღა უესბეში პოულობს გზა-კვალს,
კავკასიონის სამხრეთ კალთა იმიტომ დნება,
რომ დატენილი მობილურით სწერო ვიღაც ქალს.

მასობრივ ქსელმა შეართა მთელი მსოფლიო,
ძია ესტატე ჰამაკში წევს და სქროლავს ფაცეს,
თეოდოროსმა სმარტფონი ხომ იმიტომ შექმნა,
რომ შენი ხედვა შენი უბნის ორღობეს გასცდეს?..

ღვინით ითრობა ქეიფისას ორი ვაჟკაცი,
ფილიპ რეისის დინამიკი უკრავს ფანოღებს,
იულიუსმაც კალენდარი იმიტომ შექმნა,
შენი მეგობრის იუბილე რომ არ გამოგრჩეს...

არ დაიჯეროთ!...
როდი ხდება ქვეყნად ამგვარად,
დედამიწაზე შიმშილობა რომ აღარ იყოს,
პამიდორს მიტომ ჩაუნერგეს გენში კამბალა ?

ჯონი ფრუშანტე მთელი ძალით ჭაჭავს გიტარას,
ვიღაც ჯონ კოსი მონდომებით ყურსასმენს აწყობს,
იმიტომ ხდება მსოფლიოში ამდენი რამე,
ეს ყველაფერი სოროსსა და მასონებს აწყობთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი