უწყინარი მელანქოლია


ღიმილი და სიხარული
მარტოობა დარდი სევდა
აღმაფრენა მხიარული
ფერნაკლული დღეთა დენა
ბედნიერი მოწყენილი
უფერული გამა ფერთა
მოძრავია უძრაობა
ყველაფერი არაფერთან
ზევით ქვევით აქეთ იქით
შორი, ახლო, უკვე, ჯერაც
მიიმღერის ყველაფერი
ყველაფერი არაფერთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი