პატარა ქართლელის ნატვრა
ქართლში ერთი ქოხი მინდა და ვენახი წინა მე ვენახში შრომა მინდა ოფლი მინდა წმინდა მე ოფლით და ვაზმა ცრემლით დავაყენოთ ღვინო და ამ ღვინის ნაჟურით მსურს ლოცვა აღვავლინო, ჩემი ფიქრის ქალთან მინდა მე უღელი ვზიდო, მისი ხელის მადლით მინდა საზრდელი რომ ვიღო, უწმინდესი ჩვილის მინდა ვარწიო აკვანი, მერე მისი სმენა მინდა, მისი ანი-ბანი, მის გულში მსურს სიყვარული მშვიდად შევინახო უფლის რწმენა არ დაკარგოს თუნდ დაცემა ნახოს. მისი მზერის ხილვა მინდა რთველის მოლოდინში ჭირთან ერთად გამკლავება და მოლხენა ლხინში. განტოტვილი ეს ფიქრები, ნატვრა არის ერთი, ჩემი თბილი კერა მინდა, და კერაში ღმერთი. და სტუმარი, სასურველი ჩემო სახლის კარო სულიერს და ხორცის მიერ საზრდელს ვაზიარო... ბოლოს თვალი გადავავლო ზონკარსა და რიწას მერე მშვიდად მივებარო ისევ ქართლის მიწას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი