ტიტანური ტრფიალი
თუ სურვილი გაქვს, მე მთებს გადავდგავ წამოვიკიდებ კილიმანჯაროს გინდა? აზიას ნეკი გავარტყა და ფუძიამა შევაჯანჯღარო. რისხვას დავატეხ ქართა გამგებელს თუ თბილი სიო არ დამმორჩილდა ყოფას ვანანებ მზის ღმერთ ჰელიოსს შენ რომ ისურვებ - თუ არ მოჩრდილა, დეკემბრის თვეში ამინდის გამგეს, რომ ვაიძულებ მზიან გარიჟრაჟს შეშფოთებული მეცნიერები, განაცხადებენ - ზეცა გაგიჟდა. და ამაზონთან კოცონს დაგინთებ, ცეცხლის ენები ავლიან ცასთან, თუ სურვილი გაქვს ასე დაგითბობ, მიმდინარე წლის სუსხიან ზამთარს. ან ციდან მთვარეს ჩამოგიწყვიტავ, მერე შენს ბეჭედს თვალად ჩავუსვავ, და ღამის ცაზე მის არსებობას, სამარადისო წერტილს დავუსვავ. იქნებ გაწუხებს გულის სიღრმეში, დრო სამყაროში სწრაფად რომ გარბის ? შენ თუ ისურვებ მაშინ წამიერ მე დროს საერთოდ წავართმევ საზრისს. თუ მკლავებს მომხვევ და ყურში მეტყვი.... დროც აღარ იდენს, როგორც დიოდა და ააკივლებს ტაძრებში ზარებს შეშინებული კაცობრიობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი