აღთქმა
გულის უცხო მხარეებში ნოსტალგია ჟრიამულობს, და დღეები მივიწყებულ ემოციებს აღვიძებენ, ისევ აქ ხარ ბავშვობავ და სიყმაწვილევ გარდასულო, და ბავშვობის ღიმილები უფსკრულის გზას აღვირს სდებენ.. მომავალი გარდასულის სულიერი სიმაღლეა, ძველი გრძნობა დამთამაშობს და წარსულის დღეებს ლანდავს, ჩემი ძველი თეორია ეფარება დროის ფარდას, როგორც მაშინ ისე ახლა, კვირის ბოლო კვირა დღეა... რას აპირებს ბედისწერა, საით უნდა გამაქანოს?! ნეტავ რაა მივიწყებულ ოცნებათა გამოცანა.. თითქოს თეთრი არწივები უყურებენ არე-მარეს... და ნიავი მიიმღერის საამური სიშორისკენ... ძალა უნდა დაიმონო, თუ გწადია ბედი წერო... შენს ხელთაა ჭეშმარიტად გამოცანის პასუხები, შეუპოვრად უნდა ლეწო სულიერი ბორკილები... და ზვირთები თითქოს ქარის ნება-სურვილს აყოლილი, უნდა შეძლო შენი ნებით და გონებით ამოძრაო... და გონება უნდა შეძლო უხილავის სიღრმეს შერთო, ყველა კერპი დალეწო და ერთი ღმერთი გააღმერთო... მოარული იდეალი გააყოლო სულ-მკვდარ დღეებს, შენში თესლი გააღივო მარადისში მდგარი ხისა, თავს ევლო და არ მოაკლო სიდიადე წყაროს წყლისა... არასოდეს დაივიწყო ჟამი ნაყოფების მკისა... არ მიეცე მწუხარებას, ან ამაო ფიქრით ლხინსა, არ აღზარდო სიამაყე შენი საქმის კარგად ქმნისა, სინდისი არ წაიხდინო, შუქი შენში უფალისა, გულში მცნება ჩაიმარხე, აღთქმა ზეცის სიმაღლისა, ფიცი დადე მონა იყო სიკეთის და სიმართლისა... ზღვარს არ გაცდე არასოდეს სად არ სწვდება შუქი უფლის, მტერ-მოყვარეს არ დასზარდე სიყვარულის მარად ჩუქნის, ლოცვაში ნუ დაეჭვდები, მართ ასევე ჯვრისა ძალში, საუკუნო ნეტარება არ გაცვალო არარაში... და უკეთუ რამე სცოდე, სული ეჭვით შეგებზარა, ან საზრდელის მიღებამდე, თუ კი ლოცვა შეგეზარა, სასთუმალზე დაწოლისას უფრო მძიმე ლოდი გელის, რამეთუ გაქვს სნეულება, უკვე ლოცვის არ აღვლენის... და უკეთუ ვეღარ შეძლო ძილად მისვლის ლოცვა ზიდო, შენის ნებით უფრო მძიმე სნეულება მოიზიდო... ანუ როს მზე ამოვიდეს და მიწაზედ სხივი ჰყაროს, სალოცავი სულის წყობა სიზარმაცით დაგებლანდოს, და რამეთუ სიზარმაცე სულში ხავსად მოგეკიდოს, რა ჟამს ზრახვა გულს დაიდო აღსრულებად შენი საქმის, სიზარმაცე მოგეკიდოს ბორკილებად ზრახვათა ქმნის, ვეღარ შესძლო გამკლავება, თითქოს წყევლა შეგესია, დაგამძიმონ სამკლავებმა არ უჩანდეს ტანჯვას ბოლო, აზრთა ნაკადს მისამართი... ანუ შენი ერესია, თვალით ბრმა ხარ ვით წარმართი.. განათებულ გზების ნაცვლად, ყოველ კუნჭულს ლიბრი ედოს, თუ კი ქრისტე უარჰყო და არ მისდიო, არ აღმერთო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი