ახალგაზრდობა


გული ველური ჟინით ძგერს,
მეც ღობე-ყორეს ვედები,
ის დროა როცა კერაზე,
ვეღარ გვხედავენ დედები.

მწვერვალზე ადის ზვაობა,
კვლავ ბობოქარი ბუნებით,
ახალგაზრდობა მიცვნია,
შეუდრეკელი გულებით.

თვალს მტაცებს ტურფა ასული,
და შევძმობილდი ავსულთან,
გულის ნადებად რაც მქონდა,
ისიც საღამოს აღსრულდა.

თავზე საყრელი ხიფათი,
კოცნა ავსილი ვნებებით,
და ტკბილი ბაგით ნათქვამი,
სასიყვარულო ცნებები.

კვლავ სიამაყით დაკვეხნა,
ჩემი მაჯები შენსას ჯობს,
და შერკინებას ვაჟკაცთან,
გამარჯვება რომ სდარაჯობს.

რა ჩაანელებს ცეცხლის ალს,
ჩქეფს ენერგია ულევი,
შენი სურვილით ავსილან,
ლამაზ ქალწულთა გულები.

და გული მხეცის ჟინით ძგერს,
მწვერვალზე ადის ზვაობა,
შეუდრეკელი გულებით,
ბობოქრობს ჩვენი რაობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი