მდუმარე ჭა
დუმილის ჭასთან დგას ორი ბრძენი, და ჭასთან ახლოს ძაღლი მარხია, მარცხენა მხარეს არის ბუჩქები, ქარმა ჭის გვერდით რტო შეარხია. მარჯვენა მხარეს ძველი გზა არის, ყველანი ამ გზით სადღაც მიდიან, ბრძენები დგანან დაუსრულებლად, და ადგილიდან ფეხს არ იცვლიან. აქ გზაზე უცებ წაიქცა ბავშვი, მდუმარე ჭიდან აპკურეს წყალი, ბავშვი ადგა და ჭასთან მივიდა, გზაზე წამოდი ! - ეძახის ქალი. მერცხალი უცებ ცაში გაფრინდა, და ბზიკი ბუჩქთან მიფრინდა - მწყრალი, ბავშვი კი ჭასთან დგას, დგას და ისევ გზაზე წამოდი ! - ეძახის ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი