თიხის ფიალა მიტოვებულ სახლში
ფანჯრის რაფაზე გიპოვნია ნავსაყუდელი, დგახარ მდუმარედ, შენით თრობას აღარ ელიან, გულჩათხრობილი აკვირდები მიკეტილ კარებს, ობობა გიქსოვს ღამღამობით კაბას ქსელიანს. აღარ ათრთოლებს შენს მკერდს თეთრი ღვინის ჩქაფუნი, არც გულს გიძგერებს შემოსული კარში სტუმრის ხმა, და თვალწინ გიდგას აჩრდილები შენი წარსულის, ძეობას ხელში რომ ეპყარი, მოხუც დურმიშხანს. ძველი დიდება მიიბარა თურმე წარსულმა, და გაბზარული იბერია ახმობს ტალავერს, შენ კი კვლავ ელი, ვაჟკაცს ჭერის სადღეგრძელებლად, მშრომელი ხელით რომ უბოძებს სტუმარს ალავერდს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი