მშვიდი ადამიანის ფიქრი აყალ-მაყალისას


შენ ჩემთან რა გაქვს საერთო?
ან შეგეტოლო რაში?
შენ მიწას ებღაუჭები,
მე ვიყურები ცაში.

იქ იმკი სადაც არ სთესავ,
ასეა შენი წესი,
მე კი არ მინდა უოფლოდ,
არსად არცერთი ვერსი.
-
მთვარე კი ყველას გვიცქერის,
მზეც ყველას გვათბობს ერთობ,
მზე და მთვარე რომ არა ხარ
ბედნიერი ვარ ღმერთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი