საცობში
საცობში ხარ გაჭედილი გესმის ძრავის კანკალი ტოკავს განცდა ისე როგორც ნიუტონის აკვანი საცობში, ხარ, საცობში ხარ სახლამდე არ მისული გაქვს შეგრძნება საოცარი საკუთარი სისრულის არავინ არ გედარდება არც მოხუცი არც ბავშვი თითქოს შენი ყველა ნერვი მოათავსე ქარქაშში და უეცრად მოდის შენსკენ დახმარების მთხოვნელი ახალგაზრდა შევედრებით ლუკმა პურის მშოვნელი მისი აზრით ეს საცობი კარგი საშოვარია მით უფრო რომ არც სიცივე არც სიცხე არც ქარია მოდის შენსკენ მოაბიჯებს ოცი თეთრის მსურველი მთელ სხეულზე მოსდებია საზიზღარი სურნელი შენ საცობში დგახარ ასე სახლამდე არ მისული გაქვს შეგრძნება საოცარი საკუთარი სისრულის და გაფხიზლებს მისი მუჭა ოცი თეთრის ძახილით თითქოს შენ ხარ თოვლის ბაბუ ჯადოსნური მარხილით შენ მოზიდე მუშტი როგორც მაუზერის ჩახმახი და სახეში მიაგებე მყისიერი რახვანი მას თვალებში მოერია ერთი არსის ორობა შეტოკდა და დაეკარგა საწყალს წონასწორობა და ასფალტზე გაიშოტა მისი გვამი მფეთქავი თან აღმოხდა დაკივლება შიშის ამომხეთქავი არე მარე გაიკლაკნა მიწამ იგრძნო ტკივილი მთის გადაღმა ჭოტმაც მორთო საზარელი კივილი შენ კი არა გედარდება არც მოხუცი არც ბავშვი თითქოს შენი ყველა ნერვი მოათავსე ქარქაშში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი