ბიოგეოქიმიური ჰარმონია


გაზაფხულია, ნისლია
ღორღი ჩამოაქვს ნატანებს,
არწივი კლდის თავს გადიფრენს
კეშანს გადაატარებს,
ჯიქი ქარაფზე შედგება
უფსკრულს ჩახედავს თვალებში,
ჯიხვი მწვერვალებს აირბენს
დარწმუნებული ძალებში,
გზნებითავსილი ქორბუდა
ტყეებს მიმართავს ყვირილით,
ჭრელკაბიანი გოგონა
დუდუნებს ხელში გვირილით,
ცილინდრიანი მანჭკვალა
მიდამოს უმზერს მთებიანს,
არსნი ყოველნი, სულდგმულნი,
სიცოცხლეს ეფერებიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი