ფრენდზონელის გოდება
საღამოა ბინდია, თუ აისი დილისა, შენ ხარ ჩემი ნუგეში, შენ ხარ ჩემი თილისმა. სიზმარია - ცხადია, მირაჟია - ზღაპარი, შენ ცეცხლი ხარ ჩემი და ჩემი გულის ლამპარი. ჩემი აზრის დაფაზე, შენი სახე ხატია, შენი აზრი ამაზე, ცარიელი ჩატია. მივდივარ თუ მოვდივარ, ვიღვიძებ თუ ვიძინებ, შენ ფრთები ხარ ჩემი და მე კი ცალ ფეხს გიმძიმებ. ზაფხულია - სითბოა, თუ ქარია - ავდარი, მხოლოდ შენზე მოქმედებს, ჩემი გულის რადარი, და მხოლოდ შენს ტალღაზე, აქვს რადიოს მიღება, მხოლოდ შენი პინკოდით, ჩემი გული იღება. შენ კი ჩემს ხსენებაზე, გიპყრობს პირღებინება.. მწყევლე მაინც, თუ არ ხარ ჩემი გრძნობის გამგები, ასე მაინც მიშველის, შენი აირბაგები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი