მიზნობა
შესდექი და უმიზნოდ ჩამოუშვი ხელები, დროს ატარებ უაზროდ, უნაყოფოდ სრულიად, თითქოს ოდნავ ბრაზდები, მაშინ როცა იხსენებ, სულ ტყუილად რამდენი წელი დაკარგულია. თვალზე ცრემლი გადგება, და ფიქრდები აწმყოზე, მომავალსაც ოდნავი ფიქრის ლანდი გადაკრავს, ხელს ჩაიქნევ და იტყვი, აღარ შემრჩა ძალ-ღონე მალე ალბათ მიქელა შავ სიაში ჩამაკრავს. ეჰ როდემდე, როდემდე, ნუთუ დაელოდები როდის მოვა წყვდიადი და შეგმუსრავს საბრალოს ? შენვე უნდა ატარო ქვეყნად შენი ლოდები, არაფერი არავის აღარ გადააბრაალო. გაიღვიძე, შეეხე სამყაროს და იწამე, რომ მიზანი სიცოცხლის არის მთელი არსება, და თუ გინდა სიცოცხლე, მაშინ შობე მიზანი მერე მასთან ისურვე ძმური გაბაასება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი