უიმედობა


არ მაქვს იმედი ვიპოვო რამე,
არ მაქვს იმედი უკეთეს დღისა,
წამები სწრაფად მისდევენ წამებს,
და მოვა მალე აისი მზისა.
ისევე როგორც უწინ აქამდე,
მნათობი ცისა დაჯდება ცაზე,
და მეც ისევე ვით უწინ იყო,
კვლავ არ ვიქნები არაფრის აზრზე.
და კვლავ წამები გაჰყვება წამებს,
დღეც დაღამდება ვით იყო უწინ,
და ვით არ ვუწყი საიდან მოველ,
საითკენ წავალ არავინ უწყის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი