დაწექი და დაიძნე
ღრუბელი რომ აიშლება, მინდორს წვიმა დააწვიმებს, მშვენიერი ამინდია, დაწექი და დაიძინე. კარგი დილა თუ გათენდა, გათენდა და გაიღვიძე, ისაუზმე რიგიანად, დაწექი და დაიძინე. გულს თუ დარდი შემოგაწვა, გულში შენთვის გაიღიმე, აბა დარდი რა ხელს მოგცემს, დაწექი და დაიძინე. როცა კარგ წიგნს წაიკითხავ და აზრებში ჩაიძირე, იმსახურებ ჭეშმარიტად, დაწექი და დაიძინე. თუ შესცოდე რაღაც დიდი, და სინდისი დაიმძიმე, ნუ იდარდებ მეგობარო, დაწექი და დაიძინე. ძილი არის დიდი ძალა, მასაც უნდა დიდი ნიჭი, დაიძინე როცა გილხინს, დაიძინე როცა გიჭირს. ლხინსაც ფერი წაუხდება, თუ გღვიძავს და არ იძინე, ხო და ლხინსაც ნუ წაახდენ, დაწექი და დაიძინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი