შეყვარებული ქალი


ჩემში ანთია რაღაცა ძალა,
ეს ძალა გსურს რომ შენშიც რომ იყოს,
გრძნობ რომ ანათებს მისი სხივები,
შენს გულს, შენს სულს და შენს სხეულს იპყრობს.

შენ გიხშირდება გულის ფეთქვები,
და შენს მკერდს ასდის გრძნობის ალმური,
ხვდები რომ სხვა დროს არ ხარ არასდროს,
ასე ქალური.

შენს სულში ჩნდება დილა მაისის,
და სულს ყვავილთა სუნი ედება,
იცი რომ სხვა დროს არ გაქვს არასდროს,
ეს სურნელება.

და მერე თრთოლვას იწყებს სხეული,
მკერდის ალმური მუცელს ჩაყვება,
და ხვდები, ხვდები, როგორც არასდროს
არ შეგიძლია მეტის გაძლება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი