ფანჯრიდან


გაზაფხულის წინწკალი ეკიდება მინაზე,
ნელა ქვემოთ ეშვება, მერე მიწას ერევა,
მინას ისევ ასველებს სხვა წვეთების სინაზე,
და ვრწმუნდები არყოფნა ყოფნას ვერ მოერევა.

მინის იქით ფიჭვები, დგანან ერთად მიჯრილნი,
აფერადებს სამყაროს მათი სულის მშვენება,
და უბერავს ნიავი, შორეული ალერსით,
მათ სხეულებს ეხება, ერწყმის და ეფერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი