გაქცევა


მარტო დარჩენის ჟამს როდესაც მიკეტავ კარებს,
და ღმერთისავით მარტო რჩები საკუთარ თავთან,
შემოგიღებენ კარს უეცრად მწველი ფიქრები,
დაყუდებული რომ გიცდიდნენ ოთახის კართან.

ვით ვებერთელა ოკეანის ზვირთებზე ნავი
გაგიტაცებენ უცხო მხარეს, შორეულ წამთან
და ივლისისფერ მზის მცხუნვარე სხივების თქეშში
ფიქრები სულში გაგიჩენენ დეკემბრის ზამთარს.

შეშინებული მსწრაფლ შეაღებ ოთახის კარებს,
და შენს ფიქრებში შემოუშვებ სამყაროს ხმაურს,
შეხვდები სივრცეს, სიმძიმით და შფოთით მოსილი
და გაექცევი საკუთარ თავს, და აურზაურს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი