არაფერია ამ ქვეყნად დიდი


არაფერია ამ ქვეყნად დიდი,
რადგან ჟამთა ცვლა უბრალოდ მიდის,
არაფრად არ ღირს ამ ქვეყნად სევდა,
თუმცა შენ იგი, თან გდევს და გდევდა.
არაფერს ნიშნავს ქვეყნად დიდება,
ან თავის დიდად წარმოჩინება,
რადგან ჟამთა ცვლა უბრალოდ მიდის
და არაფერი არ არის დიდი.
არც დიდი დარდი, არც დიდი სევდა
არც აზრის სიღრმე, არც შენ, არც მე და
ადამიანად ყოფნის წუმპეში
მაინც ვამაყობ, მე რომ შენ გხედავ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი