ბოროტის ან კეთილის მიღმა


საკუთარ თავთან გადავწყვიტე მარტო დარჩენა,
რომ ფიქრებს მივცე თავი ყოფის გადასარჩენად,
ვიფიქრე წავალ, კარს ჩავრაზავ, ვიქნები ერთხანს,
ერთი საღამო, და მოვრჩები, არ დავყოფ მეტ ხანს.
დავრჩი და უმალ ბელზებელი ჩემს გვერდით გაჩნდა,
არ ისურვა მან, ჩემთვის მარტო დარჩენის დაცდა.
და თავის სუნთქვა შემიბერა გულიდან სულში,
მაშინ როდესაც ბრაზი წამით გავივლე გულში!..
და როცა მივხვდი, დამეუფლა რომ მე ეს განცდა,
არქანგელოსი მყისიერად ჩემს გვერდით გაჩნდა.
და მე ორივეს მყისიერი მივმართე სიტყვით,
მარტო დამტოვეთ და ნურც ერთი ნურაფერს იტყვის !
და  თქვა ერთმა და წამში უკვე მეორეც მიჰყვა,
როგორ იფიქრებ ბოროტის ან კეთილის მიღმა ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი