გულის ტკენის დაღი


შენ ხშირად ხედავ ნაკლებს,
შენში რომ არის რაღაც,
ფიქრობ კარგი ხარ - ზოგჯერ,
და ზოგჯერ ფიქრობ - აღარც.
და არაფერი კარგი,
შენში არ არის ახლა,
არც ბედი არ გაქვს ვარგი,
მას გულის ტკენა ახლავს.
და თუმცა მაინც ზოგჯერ,
შენთვის ოცნებას ბედავ,
როგორ იქნები როცა
შენ დაგერქმევა დედა,
შენ როგორ შვილებს აღზრდი
წრფელი ფიქრით და ნიჭით,
გოგო იქნება ქალი!
კაცი იქნება ბიჭი!
და მერე ისევ ისე,
ოცნება მიაქვთ ქარებს,
გაყვავილებულ ბაღნარს,
გამოუკეტავ კარებს,
თავს დაღუნავ და იტყვი,
რომ ამისი გაქვს რწმენა,
დღეს იქნება თუ ხვალე,
შენ გელის გულის ტკენა.

და მე კი ვიცი ასე,
ამიტომ გიძღვნი ამ ლექსს,
საკუთარ შვილებს მისცემ,
მზრუნველი დედის ალერსს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი