ისევ სიყვარულის მჯერა


სულში ფორიაქი მიდგას,
გულზე მომდებია ალი,
იმ დღეს ისე ახლოს მიდგა,
ისე მშვენიერი ქალი,
წამით შემიჩერდა სუნთქვა,
ყმაწვილად ვიგრძენი თავი,
უცნაური მქონდა გულთქმა,
ეშმაკთან დავდევი ზავი,
გავბედე შემეხედა მერე,
თვალი გამიყარა თვალში,
ელვამ დამიარა ჯერ ე,
ჩავვარდი წუთისოფლის ვალში,
მას შემდეგ არაფერი მინდა,
ასე ვარ, ამიღია ხელი,
იმ დღეს მე, ქალი მიდგა წინ და
გავქვავდი, ვერ შევახე ხელი,
შევტოკდი, შევტორტმანდი ისე,
დამება, ჩამივარდა ენა,
ლექსებში გადავვარდი ისევ,
და ისევ სიყვარულის მჯერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი