თუ გეტყვი მე ჩემს დარდს და საფიქრალს...
შენ უფრო მეტად შეგიყვარდები, თუ გეტყვი მე ჩემს დარდს და საფიქრალს... ჩემი ზამთარის ცივი ფიფქები შენი ზაფხულის ყლორტებს დაფიფქავს.. შეგეყინება ტოტზე გრძნობები, და შეციებულს დეკემბრის ქარში, ყოველთვის შეძლებ გამოარჩიო ჩემი არსება მილიონ სხვაში. დაელოდები გაზაფხულს ჩემსას რომ შენი ია ჩემს ბაღში დარგო, შენ უფრო მეტად შეგიყვარდები თუ კი გაიგებ ჩემს ფიქრებს კარგო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი