ეპიგრამა პირველი
ზედმეტია პოეზია სამყაროსთვის თუ სიმართლეს არ ღაღადებს მისი ბაგე ამ ქვეყნად ხომ ღმერთი არის პოეზიის უდიდესი მოამაგე. სიყვარული თუ არ უდევთ სიტყვებს ხიდად მაშ სიტყვები მარტოდ მარტო ნაცარია ჩვენ მოკვდავებს სიყვარულის სიბრძნე გვზრდის და მისი ძალა ნაცადია. თუ კი აზრი არ სცილდება პროვინციას, მაშ გონება ჩაკეტილი კარიბჭეა, და ამიტომ საკუთარი ჭუჭრუტანით აფასებენ ვინ კაცია და ვინ ყ₾€ა. სიბრძნეს მხოცავს პოეზია დიდებული, სიტყვა ლექსთა საუფლოში ჩნდება განძად, ვიღაცისთვის სამშობლოა დედამიწა ვიღაცისთვის არაფერი უბნის გარდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი