სანაპიროზე მიდის დიაცი
სანაპიროზე მიდის დიაცი მიაფრიალებს კაბას მეწამულს და ამ მშვენიერ სისავსებაში, როგორ არ გინდა რომ არ გეწადოს?! გამოაცოცხლებს ვნებას მილეულს მისი თმები და მისი მუხლები და თითქოს ისევ ვიყო ჭაბუკი დიაცისაგან ჯერ ხელუხლები ! რა შემოდგომა და რა ზამთარი თუმცა ფოთლები ქარში მღერიან სანაპიროზე მიდის დიაცი გრძნობები, მისი კაბის ფერია . მინდა ტუჩებით მის შუბლს შევეხო მწადია წელზე ნაზად ხელი და მაგრამ მაფხიზლებს უცებ ხმაური ჩემს წინ მანქანის შეჯახებისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი