მე რომ შემეძლოს


მე რომ შემეძლოს, როგორც კოღო შენთან მოვფრინდე, 
და შენი ყელის სათუთ კანზე დავიდო ბინა,
ალბათ გზა შორი მექნებოდა შენსკენ სავალი, 
შენთან მოსულს კი დამხვდებოდა ოთახის მინა.

მერე ეს მინდა მექნებოდა გადმოსალახი, 
რომ საბოლოოდ შენი სუნთქვის სურნელი მეგრძნო, 
მაგრამ ვაი რომ მე კოღო ვარ, ცუდად სანახი, 
და შესაძლოა შენი ხელით სხეული მეღრძო.

ნაღრძობ სხეულით მე შენ კანზე მოგეკრობოდი, 
არ ვინანებდი შენი სისხლის ჩემით ტარებას, 
და საბოლოოდ ღმერთს მადლობას გავუგზავნიდი, 
რომ მაღირსებდა შენი ხელით გარდაცვალებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი