პოეტი
პოეტს რად უნდა დიდება, ან დიდებული ხალათი, ერთი უბრალო რითმაა, მისი ცხოვრების ლაზათი. გული წმინდა და მართალი, გრძნობებით ანაძგერები, თუნდაც მიმქრალი მზერა და მობერებული ხელები. ფეხის ათრევით ცხოვრების, შარა ბილიკებს გაყვება, სიტყვა ნათქვამი პოეტის, საუკუნეებს დაყვება. დღე და ღამ შინაც არ მიდის, დაეხეტება ქუჩაში, კაცობრიობის ვარამი, მოუმწყვდევია მუჭაში. კალამს აიღებს და ნაღველს, ფურცელს უბოძებს რითმებად, მერე პოეტის კალმიდან, ახალი ერა იწყება. თუმც აბა პოეტს რად უნდა, დიდებულების ხალათი, ერთი უბრალო რითმაა, მისი ცხოვრების ლაზათი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი