უბრალოდ ბავშვივით შეხედე ცხოვრებას
უბრალოდ ბავშვივით შეხედე ცხოვრებას, მარტივი თვალებით გაზომე სამყარო, გვერდი აუარე ამ ამაოებას, და შენი გონება ფიქრით არ დაღალო. განჭვრიტე მზის ჩასვლა ვითარცა დაისი, ბავშვივით შეიგრძენ ვარსკვლავთა ციმციმი, ბავშვურად აწონე აწმყო და გაისი, წვიმას შეაგებე ბავშვური სიცილი. ბავშვივით, ბავშვურად ჩაიკარ გულ-მკერდში, ბავშვივით აკოცე, ბავშვივით ინატრე, ბავშვივით დახუჭე ძილის წინ თვალები, ბავშვივით შეიგრძენ აისის სინათლე. ბავშვური ხალისი აქციე შენს მოძმედ, ირბინე სირბილი გენებოს სადამდის, ოღონდაც ბავშვივით შეხედე სამყაროს, ბავშვივით გიყვარდეს, დე აწ და მარადის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი