თბილისი


ვაზიანის დაღმართიდან ქალაქი რომ მოსჩანს,
ლექსის წერა მოუნდება როს იხილავს მგოსანს,
ღამეა და ლამპიონთა შუქი ახშობს წყვდიადს,
ვესალმები დედაქალაქს თბილს და თავაზიანს.
აქ სხვა ხმაზე, სულ სხვა ხმაზე გული იწყებს ძგერას,
თვალს ვუსწორებ პაპის პაპა - გორგასალის მზერას,
და გავყურებ დღეს თბილისი რა სურათებს ხატავს,
გრძნობით მღერის მომღერალი აკარდიონს ჭაჭავს,
და დავითის ცხენის ტერფი ფხაჭნის დიღმის ჭალებს,
მთაწმინდიდან მთვარის შუქი მტკვარს რომ დაჰკამკამებს,
მერე სიო მონაბერი დაჰქრის ქუჩა - ქუჩა,
და საამო იდილიას ბოლო აღარ უჩანს,
მეთხუთმეტე საუკუნეს უმზერს ქართლის დედა,
მოყვასს თასით, მტერს მახვილით კვლავაც ეგებება,
და მეც ვხვდები დედაქალაქს, თბილს და თავაზიანს,
ღამეა და ლამპიონთა შუქი ახშობს წყვდიადს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი