სიყვარული


ყველაფერი ცხადია, ცხადზე უცხადესია,
ჩვენი ხსნისთვის მოვიდა ქვეყანაზე მესია,
უნდა გქონდეს რწმენაო, ეს მთავარი წესია,
ამ ამბავის გამგონეს ლხენა შემომესია.

სიყვარული აქციე შენ ცხოვრების ბურჯადო,
ერთ საუნჯეს უფალი გიქცევს ათას უნჯადო.
ორ სამყაროს შორისო ხიდად ერთი ბეწვია,
ხიდი აღარც გჭირდება, რადგან ღმერთი გეწვია.

შემოქმედის შვილნი ვართ, აი ასე გამოდის,
რომ უფალი ჩვენს გამო ქვეყანაზე ჩამოდის.
პატიებას უწოდა მან ცოდვების შენდობა,
სასუფეველს უმზადებს ვინც მის სიტყვებს ენდობა,
მეშინოდეს რიღასი, როცა ღმერთის შვილი ვარ,
სიყვარულით და რწმენით უფლის გზაზე მივდივარ.

შენც დააგდე უგვანო და დუხჭირი ცხოვრება,
სადაც ნაცვლად ნუგეშის, ტანჯვა მოიპოვება,
სიყვარული აქციე შენც ცხოვრების ბურჯადო,
ერთ საუნჯეს უფალი გიქცევს ათას უნჯადო,
გეშინოდეს რიღასი, როცა უფლის შვილი ხარ,
სიყვარულით და რწმენით უფლის გზაზე მიდიხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი