მეტამორფოზა
როცა ვერაფერს ვეღარ ცნობ ქვეყნად, სამყარომ ფერი იცვალა თითქოს, ეს სიგიჟეა, თუ შთაგონება, თუ სიზმარია, ფიქრობ და ფიქრობ !.. მერე ახალი იწყება დილა, ნახე აისი თითქოს პირველად, ნორჩ ბალახს დილის ნამი წახოცე, არ გავს რაც იყო უწინ და ძველად. მოატანს შემდეგ შუადღის სიცხე, სხეულის კედლებს აწყდება სული, თითქოს ეს სიცხეც პირველად იგრძენ, და საკუთარ გულს მიუგდე ყური. აჰა, დღის შუქმა დახუჭა თვალი, ცხადად შეიგრძენ საღამოს ბინდი, თითქოს პირველად და უჩვეულოდ შეიქმენ მშვიდი. ფიქრმა წაიღო შენი გონება და შენი ჭკუაც მას ემონება, ეს შუაღამის ჩამოწვა ბნელი, არსად ჩანს მხსენლი. მერე ახალი იწყება დილა, ნახე აისი, თითქოს პირველად, ნორჩ ბალახს დილის ნამი წახოცე, არ გავს რაც იყო უწინ და ძველად. მოატანს შემდეგ შუადღის სიცხე, ჩრდილს მიეფარე და წამით შესდექ, სხეულის კედლებს აწყდება სული, და ასე შემდეგ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი