სიყვარული
თავს არ ვიღლი შენზე ფიქრით, არც შავ ღამეს ვაფერადებ, არც ქუჩებში მელანდება, შენი სახე, შენი სახე. არ მაგონებს შენს თავს არა, აკორდების ჩუმი კვნესა, არც საღამოს ნელი სიო, არ მპირდება სურნელს შენსას. და არც ყვავილს მიპკურული, წვეთი ღრუბელს მოწყვეტილი, არ გავს ნისლებს შენს თვლებში, როცა ტირი, როცა ტირი. არაფერს სურს ქვეყანაზე, ჩემთვის შენი გახსენება, დღე ილევა, წამი კრთება, ვიკარგები, ასეც ხდება. ეს სამყარო ლამაზია, მაკრთობს ფერთა ნაზი გამა, ოო ამ ლამაზ სამყაროში, ვერაფერი შეგედარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი