კახეთს


გამოჩნდა კახეთის ველი და მინდორი,
რა ტურფა მხარეა, რა დიდი - დიდრონი,
ჩქეფს მისი ბარაქა თან მთის და თან ბარის,
ამ მხარის სადარი სხვა მხარე სად არის ?!
ჰკითხავ ისტორიას არის თუ ზღაპარი,
შრიალებს თელავის ვეება ჭადარი.
ზეცაში აჭრილი ტოტებით შრიალებს,
ხსოვნაში ინახავს გარდასულ იარებს,
აქ ყოფნა, აქ დგომა, აქ წერა გინდება,
ღვაწლი კახეთისა უფრორე დიდდება.
დიდდება და ვაზის იქცევა მტევნებად,
სიუხვე განგებამ ასეთი ინება..
ჩქეფს მისი ბარაქა, თან მთის და თან ბარის,
ამ მხარის სადარი სხვა მხარე სად არის?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი