გაზაფხულის ძალებმა***
გაზაფხულის ძალებმა გააცოცხლეს ბუნება, ყოველ ცოცხალს ახარებს სიცოცხლის დაბრუნება, ვაზის ნორჩი ყლორტები მიიწევენ ზეციკენ, იდუმალი ძალების აღზევება მეც ვიგრძენ. ისმის ფრთოსნის გალობა - გაზაფხული მოვიდა, დღეს გაწვიმდა ღრუბელი და მდინარეც მოდიდდა, დედამიწის მკერდიდან ამოხეთქეს იებმა, ახლა მათი ღიმილიც სიცოცხლის წრეს მიება, მათი ნორჩი ტანი და მათი ნაზი რტოები, გაზაფხულის ძალებით არის ნასაზრდოები, და ეს ძალა რამეთუ მთელს სამყაროს აცოცხლებს, ნეტავ ჩემი სამშობლო, როდის უნდა გაცოცხლდეს ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი