ქალს


ქალად შობილხარ სააქაოს უფლის განგებით,
ყოველ მამაკაცს თავგზას უბნევ შენი ფანდებით,
როს სრულქმნილი ხარ, კაცი რაღა დასაძრახია,
შენს არსებასთან როცა იგი თითქმის ბავშვია.
აბა შეხედე რა დიდია უფლის წყალობა,
ქალად მოვლენა სამყაროში რომ გიწყალობა,
პოეტთა მუზაც დღე-ღამ შენი ხოტბის მსხმელია,
და კვლავ მუზებიც შთაგონებას შენგან ელიან.
კაცობრიობაც აქამომდე შენით მოვიდა,
შენვე ყოფილხარ კაცთა მოდგმის ბურჯი ოდითგან,
და თუმცა შენსკენ ეკლიანი გზაა სავალი,
მხოლოდ შენა ხარ უქალობის გამოსავალი.
დედით, მეუღლით, ქალიშვილით კაცი ამაყობს,
ქალოცენტრული არის მარად კაცის სამყარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი