მომაკვდავის ფიქრი
რა უცნაურად ვიღვიძებ, საგაზაფხულო დილიდან, ამაო ფიქრი დამჩემდა, მივდივარ, ალბათ მივდივარ... აღარ მახარებს რიჟრაჟი, ღამეც ფიქრებით სავსეა, წასვლითაც ბევრი წასულა, ბუნების წესი ასეა... საიდან მოველ არ ვიცი, არც ის საითაც მივდივარ, გაუფერულდა წარსული, მოვსაღამოვდი, ბინდი ვარ... აღარ ინათლებს ხვალ დილით, დღესაც მკრთალდება ნათელი, ახლა სხვა ქარი მოქროლავს, უკვე მიქრება სანთელი... დღეს ღამ მომცელავს წყვდიადი, თუმცა ჩვეულად მშვიდი ვარ, ან რაღა არის საღელვო, მივდივარ, როცა მივდივარ... აქ ისევ გაზაფხულდება, მე იქ ვენთები კელაპტრად, გუშინ აქ რისთვის მოვედი, ხვალ იქ მივდივარ ნეტა რად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი