წინაპართა ოფლს და ამაგს
პაპაჩემი გლეხი იყო, გლეხი იყო პაპამისი, გლეხი მყავდა წინაპართა, მთელი შტო და განაგისი, მეც გლეხი ვარ, როგორც პაპა ეს მიწაა ჩემი სარჩო, ოფლით ნაბან მიწის სუნი, მაბრუებს და თითქოს მათრობს. დასვენებას მომჩივიან, გადაღლილი ეს მაჯები, ღმერთო მოგვეც წყალობაო, მეც მაღალ ღმერთს ვეაჯები. წესად მიდევს განთიადი, სათოხარში მეგებება, გლეხი თუ ხარ შენც ჩემსავით, გაიფიქრებ – მეც ეგრე ვარ. გლეხი ვარ და გლეხი კაცის, სათნო გულს თან დავატარებ, და ცხოვრებას სითბოთი და, სიყვარულით გავატარებ, და სულ ბოლოს, მაშინ როცა ჩამეძინოს ღრმა ძილითა, შთამომავლის კეთილ გულში, გავიღვიძებ ბავშვივითა. წინაპართა ოფლს და ამაგს, მუდამ ხსოვნა უნდა ძმებო, მაშ ჩვენც იმათ სახელზედა, შევსვათ ერთი სადღეგრძელო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი